პროდიუსერ დავით იმედაშვილსა და მის მეუღლეს, ტელეწამყვანსა და ინფლუენსერ ანა იმედაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილი „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“ ხშირად აზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც.
ამჯერად, ანა იმედაშვილი ახალ ფოტოებს აუზიდან აქვეყნებს და გამომწერების მხრიდან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს. როგორც ჩანს, ანა ორი შვილის გაჩენის შემდეგაც შესანიშნავად ახერხებს ფორმის შენარჩუნებას: „ბავშვი ხომ მართლა გააჩინეთ, ვაახ?! სასწაულ ტანზე ხართ“, „შენზეა ნათქვამი, ტანი ფეხებიდან ეწყებაო“, „ქმარი ამაზე ნაკლებ ფოტოებს არ უნდა უღებდეს ცოლს“, „სასწაული გოგო ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
2020 წლის ზაფხულში, 13-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ანამ და დათომ საკუთარი კავშირი დააკანონეს და ხელი ოფიციალურად მოაწერეს: „კაცმა 40 წელი ისე გავძელი, არცერთხელ ოფიციალურ ქორწინებაში არ შევედი და აი, 40 და კიდევ 1 წლის ასაკში დავეცი. P.S. უფროსი შვილები მოწმეებად წამომყვნენ“ - წერდა დავით იმედაშვილი. წყვილს ორი საერთო შვილი, პეტრე და დანიელი შეეძინა.