ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას შვილმა, მოცეკვავე თინათინ წულაძემ, „ინსტაგრამგამომწერებს" ორსულობის შესახებ რამდენიმე თვის წინ ამცნო. თინათინი და მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი სულ მალე ბიჭს ელოდებიან.
თინათინ წულაძემ რამდენიმე კვირის წინ ფოტოები ზღვის სანაპიროდან გამოაქვეყნა და არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ამჯერად კი მან „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერებს ახალი ვიდეო გაუზიარა, სადაც ჩანს, რომ ის ორსულობის ბოლო ტრიმესტრში შესანიშნავად გამოიყურებდა და მხიარულ განწყობასაც ინარჩუნებს.
თინათინმა და მისმა მეუღლემ, გიორგი კოტეტიშვილმა, 2019 წლის ივნისში იქორწინეს. მათი ქორწილის ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი დაიმსახურა.
ბავშვის სქესთან დაკავშირებით ოჯახში აზრი ორად იყო გაყოფილი. ლევან წულაძე გოგონას ელოდა, თუმცა თინათინი დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი ეყოლებოდა.