ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სპორტსმენთან აწყვილებდნენ, თუმცა ის ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ.
ქრისტინე იმედაძე, წარმატებული ჟურნალისტური კარიერის პარალელურად, აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კილპებზე მუშაობასაც და ახალ სიმღერასაც აანონსებს. მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ კლიპის ნაწყვეტი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მომღერალს არაორდინალური იმიჯი აქვს მორგებული და მსმენელის წინაშე არაერთი განსხვავებული კოსტიუმით ჩნდება.
კლიპის ანონსს ქრისტინეს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „რა მაგარი ჩანს“, „როგორ ველოდები“, „საინტერესოა... რა ლამაზი ხარ“, „ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.