დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 700 000-მდე გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი ვაჟი, 3 წლის ნიკოლასი. მის ვიდეოებს კახასა და ანუკის გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. პატარა ნიკოლასის ჩაცმულობა და საუბრის მანერა საზოგადოების მხრიდან ხშირად აღფრთოვანებას იწვევს.
ანუკი არეშიძე და კახი კალაძე შვილებთან ერთად დიდ დროს ატარებენ და მხიარულ კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ. მათ ოჯახს რამდენიმე დღის წინ ახალი ოთხფეხა მეგობარი შეემატა, რომელიც, როგორც ჩანს, პატარებს ძალიან მოსწონთ და მასთან ერთად კარგადაც ერთობიან.