ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოს იმ მილიონობით ადამიანს შორისაა, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. სამწუხაროდ, ბევრი ჯერ კიდევ უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ის პანდემიის დასრულების ერთადერთ გზად მიიჩნევა.
ჯენიფერ ენისტონმა კი InStyle-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია. როგორ მსახიობი ამბობს, გადაწყვიტა, შეეწყვიტა კონტაქტი ყველა ახლობელთან და მეგობართან, რომლებიც აცრილები არ არიან და ასევე მათთანაც, ვინც არ ამბობს, ვაქცინირებულია თუ არა.
"ჯერ კიდევ ძალიან დიდი ჯგუფია ანტივაქსერების და ისეთი ადამიანების, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რა ხდება. ეს სირცხვილია. მე უკვე დავკარგე რამდენიმე ადამიანი იმის გამო, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე.
ვფიქრობ, რომ ეს მორალის, განათლებისა და პროფესიონალიზმის საკითხია“, - ამბობს ენისტონი და აცხადებს, რომ ანტივაქსერულ პროპაგანდას უკვე არაერთი ადამიანი შეეწირა.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>