ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ეკო ფანგანი ხშირად იღებს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებაც. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი შეყვარებულია და მისი რჩეული იურა რუბენიაა. ეკო ურთიერთობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს. გამონაკლისი, ცხადია, არც მისი და იურა რუბენიას ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოა: „მშვენიერი ეკო, ლამაზები ხართ“, „ჰოლივუდური წყვილი ხართ“, „ძალიან კარგები ხართ“ - წერენ "ინსტაგრამზე".