24 წლის სუპერმოდელმა ცოტა ხნის წინ Vogue-თან თავის ყველაზე გამორჩეულ 15 „ლუქზე“ ისაუბრა, მათ შორის, იმ წითელ კაბაზეც, რომელიც მოდელს 2016 წელს კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ეცვა.
„მე ისევ მრცხვენია... მიუხედავად იმისა, რომ კაბა ნამდვილად მშვენიერია, მასში მე ჩემს თავს არ ვგავდი... ვნერვიულობდი, ძალიან სექსუალურად გამოვიყურებოდი“ - ამბობდა ბელა ჰადიდი.
კაბა მარცხენა ფეხთან მთელ სიგრძეზე შეხსნილია და ღრმა დეკოლტე მოხსნილი ზურგით მთავრდება. ამგვარი გადაწყვეტა მოდელს დისკომფორტს უქმნიდა და თავს უხერხულად აგრძნობინებდა. მიუხედავად ამისა, ბელამ ხუმრობით თქვა, რომ ეს კაბა მისი ალტერ-ეგოს გამოხატულებაა: „ეს არის ჩემი ალტერ ეგო, ეს არის ბელინდა. მე კი უბრალოდ მისი საპირისპირო მხარე ვარ“.
როგორც ჩანს, წლების განმავლობაში ბელა ჰადიდს გემოვნება შეეცვალა და უფრო თავდაჯერებულიც გახდა. წელს კანის ფესტივალზე მისმა შავმა კაბამ, რომელსაც მკერდის ნაწილი სრულად მოხსნილი ჰქონდა და მის ადგილს თვალისმომჭრელი ოქროსფერი ყელსაბამი იკავებდა, უამრავი ადამიანის გული მოიგო. მის შთამბეჭდავ „ლუქზე“ ტაბლიოდები დიდი ხნის განმავლობაში წერდნენ.