„გაიზრდება და პასუხს მოგთხოვს ამ ვიდეოსთვის“ - გიორგი მახარაძე შვილის, ნიკას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„გაიზრდება და პასუხს მოგთხოვს ამ ვიდეოსთვის“ - გიორგი მახარაძე შვილის, ნიკას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

2021-08-14 12:04:38+04:00


მსახიობი გიორგი მახარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ოჯახურ თუ პირად ფოტოებსაც ყოველდღიურად აქვეყნებს. რამდენიმე წლის წინ მსახიობმა მეორედ იქორწინა, სულ ცოტა ხნის წინ კი მას და მის რჩეულს, მარიამ ნადირაძეს, გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს.

როგორც ჩანს, გიორგი მახარაძე პატარა ნიკასთან ერთად დიდ დროს ატარებს და აქტიურადაა ჩართული მის აღზრდაში. მსახიობი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს. ამჯერად მან ნიკას სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რასაც გულშემატკივრების მხირდან უამრავი კომენტარი მოჰყვა: „გაიზრდება და პასუხს მოგთხოვს ამ ვიდეოსთვის“, „რა საყვარელია ეს ბავშვი“, „რა ელასტიური და მოქნილია სიხარული გოგო“, „უსაყვარლესი გყავთ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.