ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. ეპატაჟური პირადი ცხოვრებისა და კარიერის გამო თამოს ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ამჯერად თამო ვაშალომიძე ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მან „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთა: „სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, რომელი ვაქცინა გამეკეთებინა, ძალიან ბევრი ვიფიქრე. „ფაიზერზე“ ყველა მეუბნებოდა, რომ ფილერი გაქვს და არ შეიძლებაო, მაგრამ გავიარე ექიმებთან კონსულტაცია და მითხრეს, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, როგორც ვიცი, ახასიათებს რამდენიმე დღის განმავლობაში სიცხე, ხელის ტკივილი და სისუსტე. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ არ უნდა გაიკეთოს ვაქცინა, საჭიროა ვაქცინაცია, იმიტომ, რომ თუ შეგვხვდება, მარტივად გადავიტანთ და არ დავიხოცებით. ვისაც ოჯახში გვყავს მოხუცები ან ბავშვები, მათთვის ვიზრუნებთ. რა თქმა უნდა, აცრის შემდეგაც ანალოგიურად დავიცავ ყველა წესს, უბრალოდ მშვიდად ვიქნები, იმიტომ, რომ თუ შემხვდება ვირუსი, გადავიტან უფრო მარტივად, არ მოვკვდები, არ მექნება სირთულეები. ასე რომ, გირჩევთ, ჩემო მეგობრებო, რომ გაიკეთოთ ვაქცინა“ - ამბობს თამო ვაშალომიძე.
თამო პარტნიორთან, აკა სამხარაძესთან ერთად ცხოვრობს. წყვილს ცოტა ხნის წინ საერთო შვილი, მაქსიმე შეეძინა. მოდელს წინა ურთიერთობიდან კი ერთი გოგონა, სოფია ჰყავს.