მოდელი ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ანა ახალ ოჯახურ ფოტოებს ხშირად დებს და გამომწერებს სიახლეებით ანებივრებს. მოდელს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს, ევა ანას გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, გოგონას დიდი ცისფერი თვალები და ზრაპრული გარეგნობა აქვს.
პატარა ევა უკვე გაიზარდა, კიდევ უფრო დაემსგავსა დედას და ხალხის თბილ კომენტარებს იღებს.
ულამაზეს გოგონას დედა გემოვნებიანად აცვამს და როგორც ანას გამომწერები ამაბობენ, პატარა ევაც დედის გზას დაადგება და სამოდელო კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწევს.
რაც შეეხება ანას, ის სამოდელო კარიერას ნელ-ნელა უბრუნდება, ფოტომოდელობას აგრძელებს და საოცარი ფოტოებითა და ახალი ლუქებით "ინსტაგრამზეც" ჩნდება.
მომხივბლელმა მოდელმა უკვე რამდენიმე თვეა ახალი სტილი მოირგო, ანამ თმა მუქად შეიღება, ვარცნილობაც შეიცვალა და სრულიად ახალი იმიჯი მოირგო.
"საოცარი ბავშვია", "როგორი ლამაზები ხართ" - უწერენ ანას საერთო ფოტოებზე.