ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. მომღერალს ბრალად ედება ქალ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც, სავარაუდოდ, შელაპარაკების საფუძველზე მოხდა. როგორც გამოცემა TMZ initially reported წერს, ის ცდილობდა, ქალისთვის ტელეფონი წაერთმია. თავად ბრიტნი ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ გაუგებრობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი: „ეს იყო ორმხრივი სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა მე მისთვის არ დამირტყამს“ - ამბობდა მომღერალი. რატომ ცდილობდა ბრიტნი სპირსი თანამშრომელი ქალისთვის ტელეფონის წართმევას, დეტალები ამის შესახებ უცნობია.
ვენტურას ოლქის შერიფმა ერიკ ბუშოვმა განაცხადა, რომ ჩხუბი ორშაბათს, დილის 10:25 საათზე მოხდა. "თანამშრომელმა გვაცნობა, რომ ქალბატონმა სპირსმა მას დაარტყა", - თქვა ოფიცერმა. ”საბოლოო ჯამში, ეს გამოძიება გადაეგზავნება საოლქო პროკურატურას განსახილველად და ისინი გადაწყვეტენ, წაუყენონ თუ არა ბრალდება”.
პოლიციის ოფიცრის განცხადებით, დაპირისპირებას არ ჰქონია სერიოზული ფორმა, არ არსებობს დაზარალებული, თუმცა თანამშრომელი, რომელმაც ფაქტის შესახებ პოლიციას განუცხადა, ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს.
თავად მომღერლის ადვოკატი მეთიუ როზენგარტი ამბობს, რომ ეს უბრალოდ ტაბლოდებისთვის განკუთვნილი ხელოვნურად შექმნილი სკანდალია, ძალადობის კვალი და მტკიცებულება კი არ არსებობს.