22 წლის ქეთო თოფურიძე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია და სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და მისი პირადი ცხოვრებაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ დების მსგავსად, ქეთო თოფურიძეც განსაკუთრებული გარეგნობითა და სტილით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებსა და გულშემატკივრების მხრიდან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
ამჯერად ქეთო თოფურიძე „ინსტაგრამსთორიში“ ერთი წლის წინ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ დროს თავს ყველაზე ცუდად გრძნობდა: „ამ პერიოდში ყველაზე ცუდი ნევროზი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არ მეტყობა. პანიკური შეტევები ყოველ დღე და ბრძოლები საკუთარ თავთან. 8-თვიანი წვალების შემდეგ, დავძლიე საკუთარ თავზე მუშაობით და არ დავნებდი იმ კოშმარულ რელობას. ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, ეცადეთ, დაძლიოთ შიშები და აკეთოთ ის, რაც არ შეგიძლიათ ან გაშინებთ“ - წერს ქეთო თოფურიძე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>