ავღანეთში მიმდინარე მოვლენებისკენ მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. მას მერე, რაც ქაბულიდან მოკავშირეთა ჯარები გავიდნენ და დედაქალაქს თალიბანი დაეპატრონა, ხალხის დიდი ნაწილი სასოწარკვეთილია. ბოლო დღეების განმავლობაში ავღანელები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ მავთულხლართების კედელი გაერღვიათ და გამოქეცულიყვნენ ქვეყნიდან. ბევრმა მათგანმა გამოაღწია კიდეც და ახლა დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნები იმაზე მსჯელობენ, მიიღებენ თუ არა ავღანელ ლტოლვილებს.
<div></div>
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ქალები აღმოჩნდნენ. მათ იციან, რა ელით თალიბანის მმართველობისას. მათ ისედაც რთულ ცხოვრებას კიდევ უამრავი აკრძალვა ელის და ფაქტობრივად, ყველაფრის უფლების ჩამორთმევა.
ავღანეთი კვლავ სამოქალაქო ომის წინაშე დგას.
მსოფლიო მოიცვა შემაძრწუნებელმა კადრებმა, როგორ ცდილობენ დედები, შვილები მაინც გაარიდონ საშიშ მომავალს და ჩვილებს ამერიკელ ჯარისკაცებს აწვდიან მავთულხლართებიდან.
<div>გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო</div>