მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის გელა გნოლიძესა და ბაბი კირკიტაძესთან ერთად მღერის და, ამის პარალელურად, არაერთი მიმართულებით მუშაობს. თათა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს, მათი მხრიდან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებს.
ამჯერად თათა გიორგობიანი „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერებს დესერტის რეცეპტს უზიარებს. „ვის ოჯახშიც მე შევალ... ქალი ვიცი მე ფქვილში“ - წერს თათა.