დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურია. ის ყოველდღიურად აზიარებს პირად და ოჯახურ ფოტოებს, გამომწერებს კი სასარგებლო რჩევებსაც ხშირად აძლევს.
ამჯერად ანუკი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და „ინსტაგრამსთორის“ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ნორვეგიელი ჯარისკაცი ავღანელ ახალშობილს ამშვიდებს: „შენმა მშობლებმა იმიტომ დაგთმეს, რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ვიმედოვნებ, რომ ახლა უსაფრთხოდ იქნები და გექნება ბავშვობა, რომელსაც იმსახურებ. ვიმედოვნებ, რომ შენს მშობლებს ისევ შეხვდები, მანამდე კი სამყარო იზრუნებს შენზე“ - წერია პოსტში. ფოტოზე გამოსახულ ნორვეგიელ ჯარისკაცს ახალშობილი თვითმფრინავით ოსლოში, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაჰყავს.
