რამდენიმეთვიანი აქტიური სპეკულაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კანიე უესტი და ირინა შეიკი ურთიერთობისთვის მზად არ არიან. ამასთან, რეპერი რამდენჯერმე ყოფილ ცოლთან, კიმ კარდაშიანთან ერთადაც შენიშნეს.
ჩვენ თვალწინ შეიქმნა კავშირი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, შემოქმედებითი და კომერციულად წარმატებული ბოლო წლებში. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ. რეპერს გრძნობები ყოფილი მეგობრის, მოდელ ირინა შეიკის მიმართ გაუჩნდა. მათ ურთიერთობას ტაბლოიდები აქტიურად განიხილავდნენ.
კანიე უესტმა 44-ე დაბადების დღე სწორედ ირინა შეიკთან ერთად აღნიშნა. მოგვიანებით კი მათ ურთიერთობაში დაბრკოლება გაჩნდა, კანიეს პროფესიის გამო საზღვარგარეთ მოუწია წასვლა, ირინა კი თან არ წაუყვანია. როგორც არაერთი გამოცემა წერს, სწორედ ამ ჟესტის შემდეგ გადაწყვიტა მოდელმა კანიესთან სასიყვარულო ურთიერთობაზე უარის თქმა და მასთან მეგობრობის გაგრძელება. სხვა წყაროების მიხედვით კი, ირინა შეიკი კარიერასა და შვილზეა კონცენტრირებული და რომანი მისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული არ არის.
კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი ცოტა ხნის წინ შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მათ ოთხი შვილი ჰყავთ და აპირებდნენ, რომ მათ გამო მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინათ, თუმცა პაპარაცებმა ისინი ბოლო დროს ერთად არაერთხელ დააფიქსირეს.