თამაშები ეზოსთვის - გა­არ­ტყი ბუშტს - Marao

თამაშები ეზოსთვის - გა­არ­ტყი ბუშტს

2012-08-01 17:00:03+04:00

აისროლე ბუშტი მაღლა ცაში, მოუქნიე ჩოგანი, ოღონდ არ მოირტყა თავში!

დაგჭირდება: ბუშტები, კაშნე, ჩოგბურთის ჩოგანი ან გაზეთი.

მოთამაშე: 2 ან მეტი

1.როცა შენი რიგი მოვა, აიხვიე თვალები კაშნეთი ისე, რომ ბუშტი ვერ დაინახო. დანარჩენი მოთამაშეები დაგეხმარებიან, რომ არ დაეცე, ან რაიმეს არ დაეჯახო.

2. აისროლე ბუშტი ცაში. შეეცადე, ჩოგანი ან დახვეული გაზეთი გაარტყა ბუშტს.

3. რამდენჯერაც ბუშტს მოარტყამ, იმდენ ქულას მიიღებ. მოქნევისას იგრძნობ, მოახვედრე თუ არა. დათვლაში მეგობრებიც დაგეხმარებიან.

მოგებულია ის...

ვინც პირველი მოაგროვებს 10 ქულას.

შენ თვითონ

ბუშტი ხეს ან ხის ტოტს გრძელი ძაფით გამოაბი. ასე შეძლებ მარტო თამაშს. თუ ხეს ძალიან არ დაშორდები, არაფერს იტკენ.

იხილეთ ასევე: სახლის თამაშები პატარებისთვის უამინდობისას- "ხელოვნების ნიმუშები"