2016 წლიდან ბრიტნი სპირსი ახალგაზრდა ფიტნესინსტრუქტორს, სემ ასგარის ხვდება. მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება და სემი ბრიტნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. როგორც აღმოჩნდა, სემი თავისუფლებისთვის ბრიტნისთან ერთად იბრძოდა და ის არცერთი წუთით არ დაუტოვებია: „ეს ადამიანი არა მხოლოდ ჩემ გვერდით იყო ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში, არამედ აღმოჩნდა, რომ საუკეთესო მზარეულიცაა“ – წერს მომღერალი „ინსტაგრამზე“.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი სპირსის მამამ, ჯეიმი სპირსმა, შვილის მეურვეობაზე უარი თქვა და მომღერალი, საბოლოოდ, თავისუფალია. ბრიტნი მამას წლების მანძილზე მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ის 13 წლის განმავლობაში მამის მეურვეობის ქვეშ იყო.
როგორც თავად განმარტავდა, მას შვილის გაჩენის უფლებასაც კი არ აძლევდნენ და სთხოვდნენ, რომ თავდაუზოგავად ემუშავა. „მინდა ძველი ცხოვრება დავიბრუნო“ - განაცხადა სასამართლოზე ბრიტნი სპირსმა. ამ ბრძოლაში მას ყოველთვის გვერდით ედგა მისი მეგობარი ბიჭი, 27 წლის სემი ასგარი. ის ეხმარება მას, გახდეს უფრო თავდაჯერებული და არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყოველთვის ახსენებს, როგორ აფასებენ და უყვართ ის გულშემატკივრებს“ - წერს ინსაიდერი.
ასგარი ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში ორი წარუმატებელი ქორწინებისა და ჯასტინ ტიმბერლეიკთან სკანდალური განშორების შემდეგ გამოჩნდა. ის ირანში დაიბადა და 12 წლამდე თეირანში იზრდებოდა, შემდეგ კი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა მამასთან, რომელიც იქ სამუშაოდ იყო წასული. მისი დედა, ფატიმა და დები - მადი, ელი და ფეი, ირანში დარჩნენ.
ასგარიმ ბრიტნი სპირსი სამუშაო გარემოში, ერთ-ერთი მუსიკალური კლიპის გადაღებისას გაიცნო. მათ ისაუბრეს, ნომრები გაცვალეს და მალევე შეხვედრაც დაიწყეს. ისინი სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>