„როგორ ჰგავხარ ამ ფოტოში მაკას“ - მაკა ასათიანის დისშვილის, „აფხაზი პრინცესას“, მარიანა აჩბას ახალი ფოტოები - Marao

„როგორ ჰგავხარ ამ ფოტოში მაკას“ - მაკა ასათიანის დისშვილის, „აფხაზი პრინცესას“, მარიანა აჩბას ახალი ფოტოები

2021-08-30 12:44:56+04:00


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილით საზოგადოება წლების წინ დაინტერესდა, როცა მედიაში მარიანა აჩბასა და კომპანია „მაგთის“ დამფუძნებლის, გია ჯოხთაბერიძის ვაჟის, ირაკლი ჯოხთაბერიძის ურთიერთობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ცნობილია, წყვილი ქორწილსაც კი გეგმავდა, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

მოგვიანებით მარიანა აჩბა კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როცა ცნობილი გახდა, რომ ის ცნობილი მუსიკოსის, ნიაზ დიასამიძისა და მსახიობ მაია გელოვანის ვაჟზე იყო შეყვარებული.

მარიანა აჩბა საზღვარგარეთ სწავლობს და ცხოვრობს, თუმცა ცნობილ დეიდასთან, მაკა ასათიანთან ერთად დროს ხშირად ატარებს და სოციალურ ქსელში არაერთ ფოტოს აქვეყნებს. გამომწერები ხშირად უსვამენ ხაზს მარიანას განსაკუთრებულ გარეგნობას და წერენ, რომ ის ულამაზეს დეიდას ძალიან ჰგავს: „როგორ ჰგავხარ ამ ფოტოში მაკას“, „ყოველთვის ულამაზესი“, „სილამაზე ხარ შენ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.