ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეფბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.
მსახიობს 100 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებსა და დადებით კომენტარებს არასდროს იშურებენ. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოები საცურაო აუზიდან: „არაამქვეყნიური სილამაზე… ჩემთვის იდეალური ქალი ასე გამოიყურება“, „სილამაზის და სიყვარულის დედოფალი”, „შეუდარებელი ხარ”, „ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი მსახიობი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.