შემოდგომა მოვიდა, ზაფხული გავაცილეთ და ახლა დროა, განწყობის ასამაღლებლად შესაბამისი ფილმების სიაც შევადგინოთ და გრილ დღეებს ხალისიანად შევხვდეთ. ნახეთ საშემოდგომო ფილმების ხუთეული განწყობის ასამაღლებლად.
როცა ჰარი შეხვდა სალის
ხუთეულის პირველ ადგილს ჰარი და სალი იკავებენ. ისინი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ, ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად, ახლობელი ადამიანის ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. წლების შემდეგ ცხოვრება მათ დააშორებს, თუმცა ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. სალი და ჰარი 10 წელი საუკეთესო მეგობრები არიან და ორივეს ერთი კითხვა აფიქრებს, ისინი მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ?
სიყვარულის ისტორია
ნამდვილი სიყვარულის ისტორია შემოდგომის ამინდებს უხდება. 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდის სიყვარულის ისტორიას. მდიდარი ოჯახიშვილის და ღარიბი გოგონას თანაცხოვრება ბედნიერებითა და წინააღმდეგობებით არის სავსე.
ტკბილი ნოემბერი
ვის წარმოუდგენია შემოდგომა ამ ფილმის გარეშე. ფილმი "ტკბილი ნოემბერი" დაუვიწყარ სიყვარულზე დაგაფიქრებთ. ნელსონი, კაცი რომელმაც თავი კარიერას შესწირა, ერთ დღეს ხვდება ქალს, რომელიც ყოველი წამით ტკბება და მასსავით ცხოვრებას იწყებს. სარასთან შეხვედრა ნელსონის მოსაწყენ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
ქალის სურნელი
ჩარლი სიმსი (კრის ოდონელი) კერძო უნივერსიტეტის ღარიბი სტუდენტია, რომელიც შობაზე სახლში დასაბრუნებელი ფულის შესაგროვებლად დროებით სამსახურს იშოვის და პენსიაზე გასული ყოფილი ლეიტენანტის, ფრენკ სლეიდის მოვლას იწყებს. ფრენკთან შეხვედრა მის ცხოვრებაში ყველაფერს შეცვლის.
ოქტომბრის ცა
ოქტომბრის ცა 1999 წელს გადაღებული ჩარლზ გორდონის ფილმია, ჯეიკ ჯილენჰაალის, კრის კუპერის და ლორა დერნის მონაწილეობით, რომელიც დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე, რეალურ ამბავზე. მეშახტის შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და საბოლოოდ ნასას მეცნიერი გახდა. ფილმი საოცარი თავდადებისა და შრომის მაგალითია.