ალბათ, არაერთი ქალი დარდობს იმაზე, რომ მისი პარტნიორი ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობს. ეს ზოგისთვის ჩვეულებრივი, ზოგისთვის კი უსიამოვნო ფაქტია. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ქალი?
რატომ ბრუნდება ის ყოფილთან?
„მას ჯერ კიდევ უყვარს“ - ეს ფიქრი ყველაზე ხშირად აწუხებთ იმ ქალებს, რომელთა პრტნიორებიც ყოფილებთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ. სავარაუდოა, რომ ურთიერთობა ნორმალურად არ დასრულებულა და მას უბრალოდ ყველაფრის გარკვევა სურს. მამაკაცის ცხოვრებაში ყოფილი პარტნიორის გამოჩენის კიდევ ერთი მიზეზი შურისძიება შეიძლება იყოს. თუ ახალგაზრდა ქალბატონი გადაწყვეტს, რომ იგი უსამართლოდ და დაუმსახურებლად მიატოვეს, ის აუცილებლად შეეცდება სამაგიეროს გადახდას. გარდა ამისა, შეიძლება ყოფილ პარტნიორებს მართლაც მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდეთ, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მეგობრობა, ხშირად, ძველი გრძნობების გახსენებით სრულდება.
თუ ფაქტი, რომ თქვენი პარტნიორი ყოფილთან მეგობრობს, გაღიზიანებთ, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ისაუბროთ. ეს საუბარი არ იქნება მარტივი და სასიამოვნო, ის ეცდება, დაგარწმუნოთ, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ერთადერთი ხართ, რომ წარსული უკვე დასრულდა და მასთან მხოლოდ მეგობრობს, თქვენ კი დაჟინებით მოითხოვთ, რომ ეს „მეგობრობა“ დასრულდეს.
არასდროს სცადოთ თქვენი პარტნიორის ყოფილთან საუბარი ამ თემაზე თავად, რადგან ამას აუცილებლად ინანებთ. გაგიჭირდებათ ემოციების მოთოკვა და შეიძლება მის მიმართ სიმპატიაც კი გაგიჩნდეთ. ამის მიუხედავად, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცის ყოფილს მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს, მას არ სურს სამუდამოდ დარჩენა, უბრალოდ სამაგიეროს გადახდა უნდა და, თუ საჭირო გახდა, ამ ყველაფერში თქვენც გაგრევთ. მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ თავს დამცირებულად გრძნობს და მზადაა ყველაფერი გააკეთოს ამის გასაქარწყლებლად.
სინამდვილეში, მეგობრობა ყოფილებს შორის არსებობს და ამაში უცნაური არაფერია. თქვენ სწორად უნდა განსაზღვროთ, რა მიზანი ამოძრავებს ქალს, რომელიც თქვენს პარტნიორთან მეგობრობას ცდილობს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადადაგათ ნაბიჯი. თქვენი ამოცანაა, ნამდვილად დაუმეგობრდეთ მას. რაც შეიძლება ახლოს იყავით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეჯიბროთ მას, არ უნდა შეეცადოთ, გახდეთ მისი მსგავსი. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო მასთან - წადით კინოში, წადით საყიდლებზე, ისაუზმეთ კაფეში, აცხვეთ ღვეზელები ერთად... დარწმუნდით, რომ მას არ აქვს დრო თქვენს მეგობარ ბიჭთან კომუნიკაციისთვის. შემდეგ მოვლენები ორი მიმართულებით განვითარდება - ან ნამდვილი მეგობრები გახდებით და ეჭვიანობა დასრულდება, ან ის წავა თქვენი ცხოვრებიდან და აღარასდროს დაბრუნდება.
<div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>