2016 წლიდან ბრიტნი სპირსი ახალგაზრდა ფიტნესინსტრუქტორს, სემ ასგარის ხვდება. მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება და სემი ბრიტნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. როგორც აღმოჩნდა, სემი თავისუფლებისთვის ბრიტნისთან ერთად იბრძოდა და ის არცერთი წუთით არ დაუტოვებია: „ეს ადამიანი არა მხოლოდ ჩემ გვერდით იყო ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში, არამედ აღმოჩნდა, რომ საუკეთესო მზარეულიცაა“ – წერს მომღერალი „ინსტაგრამზე“.
კვირას ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი სპირსი დაინიშნა. მას ფოტო ბრილიანტის ბეჭდით „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. „არ მჯერა!“ - წერდა ბრიტნი სპირსი. როგორც სემმა განმარტა, რჩეულს Roman Malayev-ის მიერ ბეჭედი აჩუქა. მანამ, სანამ ფოტოებსა და ვიდეობს ნიშნობის შესახებ ბრიტნი გამოაქვეყნებდა, სემმა „ინსტაგრამსთორიში“ დაწერა: „ყველაზე დიდი სიახლე... ვეღარ ვითმენ, რომ არ გაგიზიაროთ“.
ამჯერად კი ბრიტნი სპირსმა 27 წლის რჩეულის, სემ ასგარის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ემოციური წერილიც დაურთო: „სიტყვებით ვერც კი ვიტყვი, რამდენად შოკირებული ვარ. ის ნამდვილად ღირდა ლოდინად, დიახ, სამყაროვ, ეს მშვენიერი მამაკაცი, ფოტოზე რომ ჩანს, ჩემია!“ - წერს ბრიტნი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>