ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ზაზა წარმატებული ქართველი კალათბურთელია, თიკა კი წლების განმავლობაში ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო. ზაზა და თიკა შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ.
ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი, დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ. კალათბურთელი დაბადების დღეს საბას სოციალური ქსელით ულოცავს: „Happy birthday my crazy one. Love you” - წერს ზაზა. საბა დღეს 12 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვაც მიიღო: „თიკა, ზაზა, გილოცავთ“, „რა საყვარელია, გილოცავთ“, „საამაყო შვილი გყავს“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ზაზა ფაჩულიამ და თიკა ალავიძემ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს და ერთი წლის შემდეგ იქორწინეს: „10 წლის წინათ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა - თიკა ალავიძე. იგი გმირია იმიტომ, რომ სამი შვილი მაჩუქა; გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს; გმირია იმიტომ, რომ მეოთხე შვილი უნდა გამიჩინოს. იგი ბოლომდე მიგებს, ასეთ სიტუაციაშიც ესმის, რომ საქართველოს ვჭირდები, ნაკრებს უნდა დავეხმარო ევროპის ჩემპიონატზე“ - ასე ახასიათებდა 2017 წელს ზაზა ფაჩულია მეუღლეს. თიკა საკუთარ „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს მეუღლესა და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. მშობლებს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და დროს ერთად ხშირად ატარებენ.