ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე "გრძელი კოვიდის" შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ფხაკაძე მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თუმცა წერს, რომ აცრის შემდეგაც აუცილებელია თავის დაცვა.
„კარგი, ჩემი არ გჯერათ… კარგი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების არ გჯერათ … აგერ, ბატონო, რუსეთის მაინც დაიჯერეთ… პოსტკოვიდური მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გრძელი კოვიდი ტოვებს ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებს და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა… 30% -მდე კოვიდგადატანილებს რჩებათ ან უჩნდებათ 1-2 ან 6 თვეში ეგრეთ წოდებული „გრძელი კოვიდი”... გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე... დროზე აიცერით „ფაიზერით", სანამ ის ხელმისაწვდომია საქართველოში… გახსოვდეთ, ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი. დაიცავი თავი, რომ არ დაგემართოს გრძელი კოვიდი", - წერს გიორგი ფხაკაძე.