არც ისე დიდი ხნის წინ ხარისხიანი და ძნელად ხელმისაწვდომი კოსმეტიკის საყიდლად ქალები კილომეტრიან რიგში დგებოდნენ და ყველა გზას ხმარობდნენ, რომ სასურველი პროდუქტი შეეძინათ. არც ისე დიდი არჩევანი და მსურველთა ურიცხვი არმია საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ეს ცვლილებები, ცხადია, სილამაზის ინდუსტრიაზეც ასიახა. ახლა ქალებს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეუძლიათ მიიღონ სასურველი ნიღაბი თუ საცხი.
90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქალებში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული იყო კრემი, რომელსაც ბალერინა ეხატა, ალბათ ბევრ თქვენგან კვლავ ახსოვს მისი სტრუქტურა და სუნი. რაც შეეხება სუნამოს, „კრასნაია მასკვას“ ქონა დიდი პრივილეგია იყო. ამ დროს კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია არსებობდა - ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირს გარეთ იყო წარმოებული და გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, ფრანგულად იწოდებოდა, მაგალითად, ფრანგული საცხების, სუნამოებისა და ტუჩსაცხების შეძენისთვის თქვენ განსაკუთრებული კავშირები და ნაცნობობა დაგჭირდებოდათ.
თვალის კრემები კიტრის რგოლების წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც ბაზარზე დახვეწილი შეფუთვისა და მაღალი ხარისხის პროდუქტები გამოჩნდა, ქალებს უფრო და უფრო გაუჭირდათ რადიციულ მეთოდებზე უარის თქმა. თუკი მანამდე თვალის უპეების დატენიანების საუკეთესო გზად კიტრის ნაჭრები ითვლებოდა, ახლა პროფესიონალური მოვლის საშუალებები გახდა ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქალი მაინც მცენარეულ ზეთებსა და ბუნებრივ ინგედიენტებს ანიჭებდა უპირატესობას. მათ დასარწმუნებლად კი ახალ ბრენდებს 10 წელზე მეტი დასჭირდათ.
2000 წლის დასაწყისში სილამაზის ინდუსტრიამ განსაკუთრებით სწრაფი ტემპით იწყო ზრდა, თუმცა განსხვავება ცენტრსა და პერიფერიებს შორის აშკარა იყო. დიდ ქალაქებში კოსმეტიკის სხვადასხვა ბრენდი ქალებს პროდუქტების სახლში მიტანას სთავაზობდა. შეიქმნა კატალოგები, რომლებიც მათ არჩევანის გაკეთებას უადვილებდა. ეს განსაკუთრებული სიამოვნება აღმოჩნდა და პრიალა ფურცლებზე დატანილ არომატულ პროდუქტებს უამრავი მომხმარებელი გამოუჩნდა.
2004 წლიდან გამოჩნდა ონლაინ მაღაზიები, თუმცა, ვინაიდან, ინტერნეტზე წვდომა ბევრ ადამიანს არ ჰქონდა, თავიდან ის ფუფუნების საგნად ითვლებოდა. სასურველი პროდუქტის ონლიან შესაკვეთად ძვირფასი წუთებისა და მეგაბაიტების დახარჯვა იყო საჭირო, თუმცა ასეთი კომფორტი ამად ნამდვილად ღირდა.
2010 წლიდან ბაზარზე არაერთი ინოვაციური პროდუქტი ჩნდება. ვითარდება და იხვეწება ტექნიკები, სულ უფრო იზრდება ბრენდების რაოდენობა და კონკურენციაც სულ უფრო მაღლა იწევს. სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდნენ აქტიურად ბრენდის ამბასადორები, რომელთან დახმარებითაც სილამაზის პროდუქტები უფრო მეტი ქალისთვის გახდა ნაცნობი და საინტერესო.
2017 წლიდან კი სილამაზის ბრენდებმა სულ სხვა, ახალი კონცეფციები შეიმუშავეს. მათ აქცენტი არამხოლოდ საკუთარ პროდუქტებზე, არამედ გარემოსა და ჯანმრთელობაზეც გააკეთეს და სწორედ ამ პერიოდიდან გახდა აქტუალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ცნება. დიდი კომპანიები აქტიურად აწარმოებდნენ კამპანიებს ბუნების დაცვის, ეკოლოგიისა და სხვა პრობლემების შესახებ.
2020 წლიდან სილამაზის ინდუსტრია სულ სხვა, ახალ რელსებზე გადავიდა და პრიორიტეტებიც შეიცვალა. მავნე კომპონენტების შემცირება, ბუნებრიობასა და სიჯანსაღეზე ხასზგასმა და ეკოლოგია ყველაზე აქტუალური გახდა. არაერთმა ბრენდმა დაიწყო გადამუშავებული ნარჩენების გამოყენება სხვადასხვა პროდუქტის შეფუთვისთვის.
ბოლო 30 წელი მსოფლიოსთვის მართლაც ძირეული ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. ტექნოლოგიური განვითარება კი შეეხო ყველა სფეროს, მათ შორის, სილამაზის ინდუსტრიასაც და დღეს არ არსებობს პროდუქტი, რომლის შეძენასაც სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის დაჭერით ვერ შეძლებთ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>