დააკვირდით სხეულზე ხალების განლაგებას და საკუთარ თავზე ან საყვარელ ადამიანზე, ბევრს შეიტყობთ...
მარჯვენა თვალის კუთხე
თქვენ ვნებიანი, ეჭვიანი და ადვილად ფეთქებადი ბრძანდებით.
მარჯვენა ქუთუთო
პოეტური ნატურაა, მიილტვის ინტელექტუალური პროფესიებისკენ.
ხალი მარჯვენა თვალის ქვეშ
ეს ხალი დიდი სიყვარულისა და ცოლქმრული ერთგულების მაჩვენებელია. ასეთი ხალის მქონე ადამიანი მგრძნობიარე და გულუხვია.
ხალი მარცხენა თვალის ქვეშ
უსაზღვრო მგრძნობელობა. ცოლქმრული ცხოვრება სავსეა მოულოდნელობით და განცდებით.
თვალის მარცხენა კუთხე
ხშირად ჩხუბობთ და უსიამოვნო სიტუაციებში ეხვევით.
მარცხენა ქუთუთო
შესანიშნავი მეხსიერება, თავდაჭერილობა.
ცხვირის წვეტი
სასიყვარულო ურთიერთობების გართულება. დახლართული სენტიმენტალური კავშირები, უსაზღვრო ვნებიანობა. დამოუკიდებლობა. მოგზაურობის სიყვარული.
ცხვირის მარცხენა მხარე
სკანდალური გამოხდომები, სიყვარული მრავალფეროვნებისადმი, თუმცა ქორწინებისადმი მეტად სერიოზულად ხართ განწყობილი.
ტუჩის ქვეშ
თქვენ სუსტი ფსიქიკა და ჯანმრთელობა გაქვთ.
ნიკაპი
გსურთ მყარი, ტრადიციული ოჯახის შექმნა. ურთიერთობაში სასიამოვნო და თავდაჭერილი ხართ.
მკერდი
თუ ხალი მარცხენა მხარეს გაქვთ, ესე იგი, ერთი უკიდურესობიდან მეორეში იოლად გადადიხართ. თქვენი ცხოვრება სავსეა აღმასვლითა და დაცემით. ოდნავ თავქარიანი ხართ.
წელი
ბევრი შვილი გეყოლებათ. რაც უფრო დიდი ხალი გაქვთ, მით მეტ შთამომავლობას უნდა მოელოდეთ.
მხრები
იღბლიანი ხართ. მარცხენა მხარზე თუ გაქვთ ხალი - ფინანსური სიძნელეა მოსალოდნელი.
ხელის მტევანი
წარმატებული კარიერა, ბედნიერება, სიმდიდრე.
ხელი
თქვენი ნიჭი წარმატებისა და ბედნიერების საწინდარია.
კოჭი
დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა. შუბლი
შუბლის მარჯვენა მხარე - წარმატება, ბედნიერება.
ყურები
პრობლემები არასდროს შეგექმნებათ.
კისერი
თუ ხალი გვერდზე გაქვთ, მაშინ რთული ცხოვრება გექნებათ. ყელის წინა მხარეს ხალი კი თავბრუდამხვევი კარიერის მაჩვენებელია.
ნიკაპი
ირგვლივმყოფები პატივს გცემენ.
ყბა
ცუდი ჯანმრთელობის მანიშნებელია.
მხრები
მართალია, მძიმე ცხოვრება გაქვთ, მაგრამ დაუღალავი შრომით ბევრს მიაღწევთ.
ზურგი
გულღია და პატიოსანი ადამიანი ხართ, თუმცა ბუზღუნი გიყვართ.
ნეკნები
თუ ხალი მარჯვენა მხარეს გაქვთ, ეს თქვენი მერყეობის მანიშნებელია. ხშირად იქცევით უტაქტოდ. მარცხენა მხარეს ხალი - ყველა ამ თვისებას იუმორით ანეიტრალებთ.
ფეხები
მერყევი ხასიათით გამოირჩევით.
დუნდულები
დამთმობი და უსაქმური ბრძანდებით.
ფეხის ტერფი
თუ ხალი ორივე ფეხის ტერფზე გაქვთ, მოგზაურობა გყვარებიათ. თუ მხოლოდ მარჯვენაზე - ოცნებები არასდროს აგისრულდებათ. მარცხენა მხარეს ხალი კი იმას ნიშნავს, რომ მეოცნებე და ენამახვილი ხართ.
ჟურნალი "ბომონდი"