ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია გუშინ, 21 სექტემბერს დაკრძალეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ნიკას დედის სიტყვები, რომელიც მან შვილს უკანასკნელ გზაზე უთხრა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" პოსტს დარეჯან კვარაცხელია აქვეყნებს.
"ნიკოს გამორჩეულმა, გმირმა დედამ დღეს შვილს უთხრა: "უფალს ებარებოდეო დედა, როგორც შენ გვეტყოდიო, როცა სადმე მივდიოდითო. ჩემი შვილის მკვლელების დედებს კი ვურჩევ შვილები თბილისში ჩამოიყვანეთ, რათა მათ პასუხი აგონ ნიკოს მკვლელობისთვის, შემდეგ, შემდეგ მოვიდეთ ნიკოს საფლავთან შენდობა ითხოვეთ და ერთად ვილოცოთო ნიკოს სულისთვის. მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე. ჩვენ ანასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ შენი იდეების განხორციელებისთვის, იმ ანასთან, რომელსაც შენი გული მიუძღვენი".
ასეთ სიტყვებს მხოლოდ ძლიერი, ამაღლებული და ქრისტეს მოყვარული დედა თუ იტყვის, დედა, რომელსაც მომავლის ბიჭი მოუკლეს. მომავლის ბიჭი მოუკლეს საქართველოს. დედაო ღვთისმშობელო იმიერში დაიცავ და დაიფარე ჩვენი ნიკო. აქ კი დედამიწაზე ნიკოს სახელით მისი საოცარი გეგმები უთუოდ განხორციელდება. შენდობას გთხოვთ შენ და შენს დედ-მამას, და-ძმებს, ახლობლებს, რომ ვერ დაგიფარეთ. შეხვედრამდე ნიკო", - წერს დარეჯან კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>