„მაბულინგებდნენ, ამბობდნენ, რას ჰგავს, ჩამოათრიეთ სცენიდანო... მერე, როცა წონაში დავიკელი და თავდაჯერებული გავხდი, ამბობდნენ, ეს როგორ „განაშდაო“ - მარიტა როხვაძე - Marao

„მაბულინგებდნენ, ამბობდნენ, რას ჰგავს, ჩამოათრიეთ სცენიდანო... მერე, როცა წონაში დავიკელი და თავდაჯერებული გავხდი, ამბობდნენ, ეს როგორ „განაშდაო“ - მარიტა როხვაძე

2021-09-27 15:14:52+04:00


მომღერალ მარიტა როხვაძეს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის პოპულარული ერთ-ერთი მუსიკალური პროექტის საშუალებით გახდა, მას შემდეგ კი ინტერესი მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის მიმართ მუდმივად არსებობს.

მარიტა როხვაძემ „ნოე ჟორჟოლიანის შოუში“ წონასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ბულინგზე ისაუბრა: „კარანტინში 8 კილოგრამი მოვიმატე და მივხვდი, რომ ასე აღარ შეიძლებოდა გაგრძელება. გამახსენდა ბავშვობა, როცა მაბულინგებდნენ, ამბობდნენ, რას ჰგავს, ჩამოათრიეთ სცენიდანო... მერე, როცა წონაში დავიკელი და თავდაჯერებული გავხდი, ამბობდნენ, ეს როგორ „განაშდაო“. ამათი მოსაწონი წონა ვერ დავსვი" - ამბობს მომღერალი.