ნატა ასათიანი პოპულარული ქართველი მომღერლის, ირმა სოხაძის ქალიშვილია. დედისგან განსხვავებით, ნატა ტელეეკრანებზე აქამდე იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა ამჟამად მის კარიერაში სიახლეა, ის პოპულარული ამერიკური შოუს, The Talk show-ს ქართული ანალოგის ერთ-ერთი წამყვანია. გადაცემის პრემიერა 14 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შედგა. ნატასთან ერთად, გადაცემის წამყვანები ნელი აგირბა, რუსკა მაყაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი და მარიამ სანოგო არიან.
ეთერში ბოლოს გასულ გადაცემაში წამყვანებმა ოჯახსა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრეს. მაყურებელს საკუთარი გამოცდილება ნატა ასათიანმაც გაუზიარა: „მახსოვს ჩემი განცდა, როცა სულ პატარა ვიყავი, ეს იშვიათად ხდებოდა, როცა კი მესმოდა ჩემი მშობლების დაძაბული საუბარი, კონფლიქტი, ჩხუბი, ვიდექი ხოლმე დერეფანში, კარს ვუყურებდი და მხოლოდ ერთს ვფიქრობდი, რომ ღმერთო, ოღონდ ახლა მამამ არ დამტოვოს. მამამ არ დამტოვა, დღემდე ჩემთან არის, მთავარი ფიგურაა ჩემი ცხოვრების, მაგრამ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, პატარების კიდევ უფრო პატარა გულებში რა ქარცეცხლი ტრიალებს. ბავშვის გათვალისწინება მთავარია“ - ამბობს ნატა ასათიანი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>