მუსიკალურ პროექტ "X-ფაქტორის" მონაწილე, მომღერალი ცირა კობიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. პროექტი მისთვის საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან ჯერ მის მიერ გარდაცვლილი შეყვარებულისთვის მიძღვნილმა სიმღერამ, შემდეგ კი ჟიურის ერთ-ერთ წევრთან გაუგებრობამ დიდი ყურადღება დაიმსახურა. ცირამ საკუთარი ვოკალური მონაცემებითა და გამორჩეული ვიზუალით მსმენელს თავი მალევე დაამახსოვრა.
კობიაშვილმა თავის მოვლისა და ცხოვრების წესის შესახებ „პოსტ ალიონის“ ეთერში ისაუბრა: „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ვარჯიში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე ვვარჯიშობ და თავს განსაკუთრებულად ვუვლი, ასე არ არის. უბრალოდ, ვცდილობ, რომ სწორად ვიცხოვრო, სწორ დროს დავიძინო. ახლა გოგოებს ყველაზე მეტად პირბადისგან გამოწვეული პრობლემები გვაწუხებს და ვცდილობ, მაკიაჟი უფრო ნაკლებად გამოვიყენო. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მთავარია, შინაგანად ვიყოთ წყნარად, შინაგანდ ვიყოთ ლამაზები და ეს აუცილებლად აისახება ჩვენს სახის კანზეც, ნერვულ სისტემაზეც და გარეგნობაზეც. ამ სილამაზის სტანდარტებმა ახალგაზრდა გოგოების ნერვული სისტემა დააზიანა, ჰგონიათ, რომ ყველაფერი იდეალური უნდა ჰქონდეთ, ეს ეტაპი მეც გამოვიარე, სარკეში როცა ვიყურებოდი, არ მომწონდა ჩემი თავი და ვცდილობდი, ყველა დეტალი იდეალური მქონოდა. თუ ბუნებრივები ვიქნებით და მივიღებთ საკუთარ თავს, მაშინ ვიქნებით რეალურად ლამაზები“ - ამბობს ცირა კობიაშვილი.