სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან მომუშავე ჟურნალისტს ხელი სთხოვეს. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „გილოცავთ ახალი ცხოვრების დაწყებას“, „რა ორიგინალურია“, „გილოცავთ! წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი არჩევანი” - წერენ „ფეისბუკზე“.
როგორც აღმოჩნდა, გოგო, რომელსაც ხელი სთხოვეს, TV25-ის ჟურნალისტი ია გოლიაძეა, ხოლო მისი რჩეული აჭარის ტელევიზიის წამყვანი გიორგი მიქელაძე. ხელის თხოვნის ცერემონია ბათუმის #6 საარჩევნო უბნის ეზოში შედგა.