მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.
როგორც ცნობილია, ნეკა დოროყაშვილმა საკუთარი დაბადების დღე მალდივებზე რჩეულთან ერთად აღნიშნა, რომლის ვინაობასაც მოდელი ჯერჯერობით არ ამხელს. მიუხედავად ამისა, ულამაზეს კადრებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს, გუშინ კი ფოტოები დუბაიდან გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სწორი მამაკაცის გვერდით ყველაფერი შესაძლებელია: „როცა შენ გვერდით სწორი მამაკაცია, გადადებული ფრენაც კი შეიძლება გადაიქცეს ვოიაჟად სრულიად სხვა ქვეყანაში“ - წერს ის.