თანამედროვე ქალები დედობას საკუთარი თავის პოვნისა და ახალი ძალების აღმოჩენის შესაძლებლობად განიხილავენ. შვილის გაჩენის შემდეგ ქალებს არამხოლოდ მათი აღზრდა, არამედ ყოვედღიურად ახალი დეტალების აღმოჩენა და სწავლა უწევთ. ამ ყველაფერს კი მხოლოდ და მხოლოდ დიდი სიყვარულით აკეთებენ. აი, 7 რამ, რაც ქალს მხოლოდ შვილის გაჩენის შემდეგ შეუძლია:
- შვილის მოლოდინის მშვენიერი 9 თვე არის დრო, როდესაც შენ გეჩვენება, რომ ყოველდღე ხელახლა იცნობ საკუთარ თავს. იცვლება შენი გარეგანი პარამეტრები და, ამასთან, იძენ ახალ ჩვევებს, სწავლობ სწორად სუნთქვას და თვალს ადევნებს როგორ იზრდება შენს მუცელში პატარა სასწაული. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ორსულ ქალს თავისი შვილისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია!
- ხანდახან გეჩვენება, რომ სუპერგმირი ხარ! როცა გრძნობ ბავშვის შეხებას და მუცელი უსწორმასწოროდ იზნიქება, ფიქრობ, რომ ეს მტელმა სამყარომ უნდა ნახოს! ბევრ კითხულობ და მალე დისერტაციასაც დაიცავ ახალშობილთან დაკავსირებულ საკითხებზე.
- გილოცავთ, შენ გადახვედი შემდეგ საფეხურზე. პრაქტიკული გზით, თქვენ საბოლოოდ მიხვდით, რომ პერფექციონიზმი ყოველთვის არ არის ის, რისკენაც უნდა ისწრაფოდეთ. აღარ აქვს მნიშვნელობა, პერანგები ფერების მიხედვით კიდია თუ არა, ან ქვაბები ზომის მიხედვით ალაგია თუ არა - უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს... ზედმეტი დაწვრილმანების გარეშე ცხოვრება უფრო ლაღი და ლამაზია.
- ოლიმპიურ ჩემპიონებს შეუძლიათ შეშურდეთ თქვენი სისწრაფის. 20 წუთში შენ უკვე შეგიძლია, მოამზადო საუზმე ქმრისთვის, აჭამო ძაღლს, გაიკეთო ვარცხნილობა, მოიკითხო მშობლები და მოამზადო ბავშვი სოკლაში წასასვლელად. დროის უმაღლესი დონის მენეჯმენტი! აქამდე 20 წუთს მხოლოდ საწოლიდან წამოდგომას ანდომებდი...
- შენი სიყვარული უსასრულო გახდა! გეჩვენება, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედად გახდოის შემდეგ შენ გრძნობებს გამოხატავს, მაგრამ ზუსტად იცი, ასეთ დროს ქმედება უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვა. პირველი მარწყვი შვილისაა, მაცივარში დარჩენილი ბოლო შოკოლადიც მას ეკუთვნის... უძილო ღამე კი არაფერია მის ღიმილთან შედარებით!
- შენ გაქვთს ახალი მოტივაცია - გასცე შენს შვილს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე! აბსურდული კითხვების თავიდან არიდების უნარს მალევე გამოიმუშავებ, თუმცა, ჩვენ ვიცნობთ დედებს, რომლებმაც შვილი ინგლისურის გაკვეთილზე მიიყვანეს, ხოლო თვითონ გვერდით კაბინეტში შევიდნენ, სადაც უცხო ენას ბავსვების მშობლები სწავლობნე. ასე რომ, ისწავლე შვილისგან და შვილტან ერთად!
- ბევრი დედა დიდი დიპლომატია. სამი წლის ბავშვისთვის იმის ახსნა, თუ რატომ არ შეგვიძლია შევიძინოთ ბავშვთა მთელი სამყარო, მარტივი სულაც არ არის. აქ საჭიროა ჩართო ინტუიცია, გაიხსენო ყველა ფისქოლოგიური ხრიკი, რაც ოდესმე გსმენიათ და არც მანიპულირებაზე თქვა უარი!
მაშინაც კი, თუ დედობისთვის მზად ხარ და აცნობიერებ ყველა დეტალს. რაც ამ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ახლავ თან, სურპრიზებს თავს ვერ აარიდებ. დადგება მომენტი, როცა მარტო ყოფნა მოგინდება, თავს დამნაშავედ იგრძნობ, იტირებ ან ოჯახთან ერთად ბევრს იცინებ... ეს დედობის განუყოფელი ნაწილია. თქვენს ცხოვრებაში რა შეიცვალა შვილის გაჩენის შემდეგ?