მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. ის საკუთარ ჯგუფთან ერთად არაერთ ქვეყანაში აწყობს მუსიკალურ ტურნეებს და საკუთარ შემოქმედებას საერთაშორისო მსმენელსაც აცნობს.
საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს. მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კაპრია. წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს კიევში გაიცნო და მალევე იქორწინა. მათ ორი შვილი, ლიზი და ნიკოლოზი ჰყავთ.
ამჯერად გიგი და მარინა სწორედ შვილებთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებენ და გამომწერებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებენ: „რა პოზიტიური ფოტოებია“, „ზღაპრული ოჯახი“, „საუკეთესოები ხართ“ – წერენ „ინსტაგრამზე“.