კვირა დილით წმინდა მარიამის ეკლესიის ეზოში, ბრიტანეთის ქალაქ ეილსბერის მახლობლად, აზიური წარმოშობის 30 წლის კაცმა 20 წლის გოგო გააუპატიურა. ადგილობრივმა პოლიციამ შემთხვევის გამოძიება უკვე დაიწყო. სავარაუდო თავდასხმა დილის 5:30 საათიდან დილის 6:15 საათამდე მოხდა, დაზარალებულმა პოლიციასთან დაკავშირება კი მხოლოდ 6:40 საათზე შეძლო. ამბავს გამოცემა „Dailymail” ავრცელებს.
დეტექტივი ჯეისონ სიმფსონი ამბობს, რომ ამგვარი შემთხვევები მის რაიონში ხშირია, პოლიცია კი ყველაფერს ეცდება, რომ დროულად იპოვოს დამნაშავე:
„ჩვენ ამჟამად გამოძიების საწყის ეტაპზე ვართ და სხვადასხვა გზით ვცდილობთ ინფორმაციის მოგროვებას. ვინც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და თვლის, რომ მნიშვნელოვან ცნობებს ფლობს, ვთხოვთ დაგვიკავშირდეს. ასევე, ჩვენ ვაწარმოებთ კარდაკარ გამოკითხვას და ვცდილობთ, ამოვიღოთ ახლომდებარე კამერების ჩანაწერები. მოსახლეობას ვპირდებით, რომ დამნაშავეს აუცილებლად ვიპოვით“ - ამბობს დეტექტივი ჯეისონ სიმფსონი.