მიუხედავად სირთულეებისა, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მოახერხეს ბედნიერი ოჯახის შექმნა და ამის შესახებ თავადაც გულწრფელად საუბრობენ. როგორც პრინცმა ჰარიმ გავლენიან გამოცემა Us Weekly–სთან საუბრისას თქვა, ის აღმერთებს ქალიშვილს, ლილიბეტს და ყოველ ღამით უკითხავს ზღაპრებს. „მას შვილთან ჯადოსნური კავშირი აქვს და ყოველდღე უფრო ბედნიერი ხდება“ - წერს გამოცემა. მათივე განმარტებით, ჰარი საუკეთესო მამაა და ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის ყველაზე საყვარელი საქმეა.
პატარა ლილიბეტი დიდ სიყვარულს ამჟღავნებს ძმის, არჩის მიმართ და, Us Weekly-ს მიხედვით, უყვარს მასთან თამაში. ლილიბეტი "ლილი" დაიანა მაუნტბატენ-ვინდსორი დიდი ბებიის, ელიზაბეტ მეორისა და ბებიის, პრინცესა დაიანას სახელს ატარებს. მისი უფროსი ძმა არჩი მეგანსა და ჰარის 2019 წლის მაისში შეეძინათ. წყვილმა 2018 წელს იქორწინა.