მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მალე მეორე შვილის დედა გახდება. ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა: „მადლობა ჩემს სიყვარულს, ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის“ - ამბობდა ის. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ალექსანდრა პაიჭაძე პარტნიორის ვინაობას არ ამხელს.
ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძემ გამომწერების კითხვებს უპასუხა და საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა მას სახე დაუფარა.