ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდპასპორტების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცრილი და აუცრელი მოქალაქეების დაცვისთვის ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად შემოიღოს კოვიდპასპორტები, რომლითაც უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება: დახურულ შენობებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
კოვიდპასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, ვაქცინაციის სტატუსზე, გადატანილ ინფექციაზე და ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტზე. მხოლოდ ასე მივაღწევთ საზოგადოების უსაფრთხოებას, სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩა" - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, ამ პანდემიას, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.
"რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, დავაგვიანებთ. ლეტალობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა გვაქვს. თუ ჩვენ ვიქნებით წარმატებული ვაქცინაციის ქვეყანა, შეგვიძლია 11-ჯერ შევამციროთ გარდაცვლილი ადამიანების ციფრი.
რაც უფრო სწრაფად დავიჯერებთ ამას, მით მალე დავაღწევთ თავს ამ დაუსრულებელ ტალღებს“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>