ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც.
ამჯერად თამო ვაშალომიძემ გამომწერებს მიმართა და ჰკითხა, მოსწონთ თუ არა მათ მისი სახე: „ვერ გავბედავ, გკითხოთ, მოგწონთ თუ არა ჩემი სახე, როცა ასე გამოვიყურები, უკვე მეორე პროცედურა ჩავიტარე. შესიებული მაქვს სახე და სილურჯეებიც მაქვს, მაგრამ ორ კვირაში თამამად დაგენახებით და აღარ ვიქნები პუტკუნა“ - ამბობს მოდელი.