ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მან ცოტა ხნის წინ რჩეულზე, ქეთი ძიგუაზე იქორწინა. წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა.
ამჯერად ლევან ქარაზანიშვილი სოციალურ ქსელში რჩეულის, ქეთი ძიგუას დაბადების დღეზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს: „ჩემი სიყვარული“ - წერს ის. როგორც ჩანს, ქეთიმ იუბილე მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით მხიარულ და სასიამოვნო გარემოში აღნიშნა, სადღესასწაულო სანთლებიც ჩააქრო და გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა: „ძალიან საყვარელი წყვილი ხართ, იბედნიერეთ“, „უბედნიერესი და ულამაზესი წყვილი“, „ძალიან პოზიტიური და საყვარელი გოგო ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.