ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მისთვის საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალი ნანკა კალატოზიშვილია. თამუნა იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვობიდან უნდოდა, მას დამსგავსებოდა: „ცოდვა გამხელილი სჯობსო და ვიტყვი, რომ ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ნანკა კალატოზიშვილზე და ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია. სულ მინდოდა, რომ ნანკასნაირი ვყოფილიყავი. მინდოდა, რომ წარბები, თვალები, ტუჩები, თმა... ყველაფერი ნანკასნაირი მქონოდა, მაგრამ არასდროს წავსულვარ ექიმთან და არ მითქვამს, ასეთი გამაკეთე-მეთქი. ვფიქრობ, რომ რადგან ასეთი გავჩნდი, უნდა ვიყო ასეთი. რაღაც კორექციები შევიტანე, შუბლში, ტუჩში, ნაოჭში“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.