ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს. ტელეწამყვანი ხშირად საუბრობს კორონავირუსისა და პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შესახებაც.
ამჯერად გვანცა დარასელია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ გარდაცვლილთა უფრო დიდი ნაწილი აუცრელი იყო. „ხვდებით, რატომ უნდა აიცრათ?“ - წერს ჟურნალისტი „ინსტაგრამზე“.