ტატუარტისტი david.tattooman სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა გარდაცვლილი ბებოს მიერ რამდენიმე წლის წინ დაწერილი წერილი იპოვა და გულზე დაიწერა: „ჩემი სიცოცხლეები, ჩემი შვილიშვილები, ღმერთო, გევედრები მუხლმოდრეკილი, ბედნიერები, ჯანმრთელები, წარმატებულები და კაცთმოყვარეები გამიზარდე. ხანგრძლივ, დიდი ხნის ბედნიერ სიცოცხლეს ვუსურვებ სიყვარულში. ბებო“ - წერია წერილში.