ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ბენჯი ხაიმზე დაქორწინების შემდეგ დროის ნაწილს - საქართველოში, ნაწილს კი ამერიკაში ატარებს. ამჯერად ნუკი ოჯახთან ერთად სწორედ ამერიკაში იმყოფება და, გამომწერების თხოვნით, იქაური ცხოვრების წესის შესახებ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.
გუშინ, 31 ოქტომბერს, მსოფლიომ, ტრადიციულად, "ჰელოუინი" აღნიშნა. ეს დღე განსაკუთრებით უყვართ ამერიკაში და კოსტიუმირებულ სანახაობას ნუკი კოშკელიშვილიც შეუერთდა. ის ოჯახის წევრებთან ერთად გავიდა ქუჩაში ტკბილეულის შესაგროვებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ნუკიმ “ინსტაგრამზე“ არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა ისიც, რომ ამერიკაში ხალხი ასე თავისუფლად იმიტომ იკრიბება, რომ აბსოლუტური უმრავლესობა უკვე აცრილია: „რატომ იკრიბება აქ ამდენი ხალხი? იმიტომ, რომ თითქმის არ არის კოვიდქეისები. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ვაქცინირებულია. არანორმალურად დიდი რაოდენობა ამერიკელების არის ვაქცინირებული. შესაბამისად, შეუძლიათ, თამამად და მშვიდად შეიკრიბონ და ის აკეთონ, რაც უნდათ. პაწაწინა საქართველოში გარდაიცვალა ორიათასი ადამიანი და ამხელა ნიუ-იორკში შემთხვევები თითქმის არ არის“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.