შვედეთის, იტალიის, გერმანიისა და შვეიცარიის მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტები კარგავენ ანტისხეულებს დაავადების გადატანიდან ნახევარი წლის შემდეგ. 6 თვის შემდეგ ანტისხეულების მაჩვენებელი სტაბილური რჩება 15 თვემდე. სპეციალისტებმა შეკრიბეს 136 ადამიანის სისხლის 190 ნიმუში. მათთან COVID-19 მიმდინარეობდა მსუბუქ ან მძიმე ფორმაში.
ანტისხეულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა დასნებოვნებიდან 5-დან 28 დღემდე. შემდეგ იმუნური პასუხი დროთა განმავლობაში თანდათანობით ქვეითდებოდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ანტივირუსული იმუნიტეტი, განსაკუთრებით, მეხსიერების B-უჯრედები, კორონავირუსგადატანილ ადამიანებს ხანგრძლივად უნარჩუნდებოდათ. თუმცა "დელტა" შტამს შეუძლია დაუსხლტეს პლაზმის ანტისხეულების გამანეიტრალებელ ეფექტს.
წყარო