ლიზა ყენია და გიორგი ვარდოსანიძე, სხვა მსახიობბებთან ერთად, თეატრიდან გასტროლით ბათუმში იმყოფებიან, სადაც სპექტაკლი „შეყრა“ უნდა ითამაშონ. როგორც ჩანს, რეპეტიციების პარალელურად, ისინი დასვენებისა და გართობისთვისაც იცლიან და სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოებს აქვეყნებენ.
სულ ცოტა ხნის წინ ლიზა ყენიამ სასტუმროში გადაღებული ფოტოები გააზიარა წარწერით : „ცოტა გაწელვა“. მისმა ფოტოებმა გამომწერების დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია, მოგვიანებით კი გიორგი ვარდოსანიძემ ლიზას მიბაძა და მსგავსი ფოტოები თავადაც გადაიღო, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა.
