მამაკაცთა დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ დაუძახო ქალს „მსუქანი“, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია, ამიტომ ურჩევნია, იგნორირება გაუკეთოს ამ დელიკატურ თემას. მოუხედავად ამისა, ბრიტანული გაზეთის, Daily Mail-ის ჟურნალისტები შეხვდნენ დაქორწინებულ კაცებს, რომლებიც ამ ტაბუს არღვევენ და არ ერიდებიან, უწოდონ ცოლს „მსუქანი“.
„მსუქანი დამიძახა“ - ეს ბევრი ქალის კოშმარია. რა უნდა გააკეთო შემდეგ? განაწყენებული იყო? განქორწინდე? დაიწყო მკაცრი დიეტა? ჩვენ მოგიყვებით დაქორწინებული წყვილების წონაში დაკლების ისტორიებს, რომლებსაც ასეთ სიტუაციასთან გამკლავება მოუწიათ.
ემი და ტიმი
წყვილს სამი შვილი ჰყავს, ემი დიასახლისია, ტიმი კი დურგალი: „ჩვენი პირველი შვილის დაბადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჩემმა ქმარმა ჩემს სხეულს შეხედა და გაოცება ვერ დამალა, „ღმერთო, შენ ძალიან მოიმატე“, - თქვა მან. საბედნიეროდ, ვიცოდი, რომ ტიმს არ სურდა ჩემი დამცირება ან გაბრაზება, ის უბრალოდ ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვინც ყოველთვის სიმართლეს ამბობს“, - განაცხადა ემიმ.
„მახსოვს, ჩემს სხეულს შხაპის ქვეშ ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ შევიცვალე, მაგრამ რატომ თქვა ჩემმა ქმარმა ეს ხმამაღლა? თვალები მაქვს, ამას ხომ უტქმელადაც ვხედავ! როდესაც ბავშვი 9 კვირის იყო, დავბრუნდი სპორტდარბაზში და მალევე ჩავიცვი ჩემი "ორსულობამდე" ჯინსი. ჩვნი ყველა შვილის დაბადების შემდეგ მე მალევე ვუბრუნდებოდი ფორმას, მაგრამ ქმარი ზედმეტი წონის გამო მაინც მსაყვედურობდა“- იხსენებს ქალი.
„ტიმი 50 წლისაა და მელოტდება, მაგრამ მე მას ამის გამო არ ვაკრიტიკებ! არასოდეს უთხრათ თქვენს მეუღლეს, რომ ის გასუქდა - ეს არის ყველაზე უხეში, უტაქტო და, რაც მთავარია, გულსატკენი ფრაზა”- ამბობს ემა.
„ჩემს ცოლს უნდა ვუთხრა, თუ მსუქანია? ვფიქრობ, ეს აუცილებელიც კია. მე მომწონს გამხდარი, მიმზიდველი ქალები და ყოველთვის მომწონდა ჩემი ცოლის ფიგურა. როდესაც მან ჰენრი გააჩინა, არ ვმალავდი, რომ შოკში ვიყავი, რომ მას ყველგან ცხიმი ჰქონდა, მაგრამ თუ ვინმე ჩემ გარდა გაბედავდა ჩემი ცოლის კრიტიკას, მე აუცილებლად დავდგებოდი მის მხარდასაჭერად“, - თქვა ტიმმმა.
სარა და მეთი
„მას შემდეგ რაც მეთს შევხვდი, 20 კილოგრამით მეტი და 3 ზომით დიდი გავხდი, მაგრამ მე უბრალოდ არ ველოდი, რომ ჩემი ქმარი ამას ხმამაღლა იტყოდა. ის დაიღალა ჩემი წუწუნით და შემომთავაზა, საბოლოოდ, დამეკლო წონაში“, - თქვა სარამ.
„სასაცილო ის არის, რომ მეთმაც მოიმატა წონაში ჩვენი შეხვედრის შემდეგ. მაგრამ მან შეძლო თავის დაღწევა, მოწევას თავი დაანება, სპორტით დაკავდა და წონაში დაიკლო. მსუქანი რომ დამიძახა, კოლოსალური სამსახური გამიწია - ამით მოტივაცია ვიპოვე. კვირაში 4-ჯერ დავიწყე სირბილი და ახლა ისევ ჩემს თავს დავემსაგვსე. მაშინ რომ შევცოდებოდი და სიმართლე არ ეთქვა, უფრო მსუქანი და უბედური გავხდებოდი“, - თქვა სარამ.
„ყველაზე საზიზღარი რამ სარას სიმსუქნეში იყო არა მისი მსუქანი ხელები და მუცელი, არამედ მისი გამუდმებული წუწუნი. ასე რომ, ერთ დღეს მე უბრალოდ ვერ გავუძელი. ამით ჩვენი ინტიმური ურთიერთობაც ზიანდებოდა. მას შემდეგ, რაც სიმართლე ვუთხარი, წონაში დაიკლო და თავდაჯერებულობა დაიბრუნა. თავდაჯერებულობა ქალის ყველაზე მიმზიდველი თვისებაა, ”- განმარტა მეთმა.
კლერი და სტივენი
კლერი: „ერთხელ სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი, უკმაყოფილო ვიყავი და ჩემმა ქმარმა მითხრა: „შენ ხარ დამნაშავე, შენ ძალიან ბევრი მოიმატე.“ ძალიან გავბრაზდი. ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვთხოვ, გულწრფელი სიმართლე მითხრან, მაგრამ ქმრისგან ამას არ ველოდი, მაგრამ შემდეგ დავაფასე მისი გულახდილობა. როცა შევხვდით, მე 2 ზომით პატარა ვიყავი. ”
„სტივენი ფუნთუშებს მიმალავს, რესტორნებში დესერტების შეკვეთის უფლებას არ მაძლევს. ეს არ მეხმარება, რადგან როცა მარტო ვარ, მაინც ვიღებ იმას, რაც მინდა“ - აღიარა კლერმა.
„კლერი გაუთავებლად წუწუნებს თავის წონაზე და ეს მაგიჟებს. ამიტომ ვცდილობ როგორმე დავეხმარო და არ მესმის, რატომ არ მოქმედებს ჩემი რჩევა“, - ამბობს სტეფანი.
თქვენ რა გირჩევნიათ: მწარე სიმართლე თუ ტკბილი ტყუილი?