მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი გოგონა, ნიკა ჰყავს. მარიამი და გიორგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს და მათგან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ.
სულ ცოტა ხნის წინ მარიამ ნადირაძემ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც ის ბუნებრივი კვებისადმი საკუთარ მხარდაჭერას გამოხატავდა. ფოტოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ზოგიერთი მომხმარებლის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მარიამის პოზიცია ბევრმა ქალმა დაიცვა:
„რა უნდა გაუკეთოს დედამ შვილს ამაზე კარგი? ფოტოზე გადავირიე, ისე მომეწონა და აქ არაფერი არ არის ცუდი. ცოტა ჯანსაღი აზროვნებაა საჭირო. როცა ბავშვს მოშივდება, მაშინ უნდა აჭამოს დედამ და ადგილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დედის რძე არის იდეალური საკვები ბავშვისთვის. მას გააჩნია უნიკალური და სრულყოფილი რაოდენობა ვიტამინებისა, რომლებიც სჭირდება თქვენი პატარას ორგანიზმს განვითარებისთვის. მასში შედის ის ანტისხეულები, რომელთა დახმარებითაც ბავშვი უფრო მარტივად ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს“, „მარიამ ნადირაძეს შეესივნენ ძუძუთი კვების ფოტოს დაპოსტვის გამო. განსჯას და ბნელების ძახებას, მგონი, ჯობს, რეალურად შევხედოთ, რის გამო ხდება ასე და რატომ იწვევს ადამიანებში აგრესიას მოშიშვლებული მკერდის დანახვა ისე, რომ ბავშვმა რომ უნდა ჭამოს, ეს ავიწყდებათ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.