"ერთ წელზე მეტია, რაც ჩემს შეყვარებულს ვხვდები, თავიდან არაფერი მაწუხებდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ მან დაიწყო დიდი დროის გატარება ერთ გოგოსთან (მას ჯერ კიდევ არ ვიცნობ). როგორც საერთო ნაცნობებმა მითხრეს, ორიოდე წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი და ახლა აღადგინეს ურთიერთობა. მას არ მოუყოლია ამ ურთიერთობის შესახებ და არ ვიცი, როგორ დავიწყო საუბარი ამ თემაზე. ყოველ დღე სულ უფრო მეტ შფოთვას ვგრძნობ. როგორ მოვიქცე? მეშინია მისი დაკარგვის."
ექსპერტის პასუხი:
ასეთი შემთხვევები, არ არის ნორმა, მაგრამ სულაც არ არის იშვიათი ჩვენს სამყაროში. არსებობს ყოფილ პარტნიორებსა და მეუღლეებს შორის ძლიერი მეგობრობის ნათელი მაგალითები და უფრო ხშირად ქალები ამ ფენომენზე ცუდად რეაგირებენ.
პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიგოთ, რა აკავშირებთ მათ ახლა, რადგან შეიძლება ჰქონდეთ საერთო ბიზნესი, საერთო კომპანია, სამსახური, შვილები... პირველ შემთხვევაში კომუნიკაცია ლეგალურია და ამაზე არც კი უნდა გაამახვილოთ ყურადღება, მაგრამ თუ არცერთი პუნქტი არ აკავშირებს შენს არჩეულს ყოფილთან, მაშინ პრობლემა ნამდვილად არსებობს.
ყოფილებთან მეგობრობა იშვიათია და ნორმალური არ არის. უკეთესი იქნება, თუ ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდება. თუ გაწუხებთ, რომ მამაკაცი დიდ დროს ატარებს წინა კომპანიონთან, მაშინ ჯობია გულწრფელად დაელაპარაკოთ და პირდაპირ ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია ღიად ისაუბრო საკუთარ გრძნობებზე, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. კაცმა შეიძლება არც იფიქროს, რომ რაღაც არ მოგწონს მის ქმედებებში და, მეტიც, მოაქვს ტკივილი და ნებისმიერი სხვა უარყოფითი ემოცია. ესაუბრეთ მას პირისპირ და ისაუბრეთ თქვენს გამოცდილებაზე.
ნორმალურია თუ არა ეს კომუნიკაცია ფსიქოლოგიის თვალსაზრისით?
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ხშირი კომუნიკაცია მამაკაცსა და მის ყოფილ შეყვარებულს/ცოლს შორის არ არის ნორმალური. ეს მიანიშნებს დაუმთავრებელ ურთიერთობაზე, ერთმანეთის მიმართ ლტოლვაზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ახალი ურთიერთობები, იყოს დაბრკოლება პარტნიორებს შორის და სასიყვარულო სამკუთხედის არაცნობიერი ჩამოყალიბების დასაწყისი.
რა უნდა გააკეთოთ?
ყველაზე მარტივი და საუკეთესო გზა ახსნაა. როდესაც ღიად საუბრობთ, მაგალითად, სადილობისას, გრძნობთ, რომ მამაკაცს შეუძლია საკმაოდ მშვიდად შევიდეს თქვენს პოზიციაში, გაგიგოს და, შესაბამისად, შეწყვიტოს ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობა. თქვით, რომ ეს სიტუაცია თქვენთვის არასასიამოვნოა, რომ გრძნობთ, რომ მათ შორის რაიმე სახის კავშირია და გსურთ სიტუაციაში გარკვევა.
რა არ უნდა გააკეთოთ?
დაიმახსოვრეთ, რომ ამ შემთხვევაში არ გჭირდებათ სცენების მოწყობა, სკანდალების ატეხვა და, მით უმეტეს, შეყვარებულის ყოფილ შეყვარებულთან დარეკვა - ამით ვერაფერს მიაღწევთ, გარდა იმიასა, რომ გაიფუჭებთ ნერვულ სისტემსა და პარტნიორთან ურთიერთობას.
კატეგორიულად აკრძალულია
ჩაერიოთ თქვენი პარტნიორისა და მისი შვილების ურთიერთობაში. ქალები მიდრეკილნი არიან, რომ ამ გზით შეიმსუბუქონ შფოთვა, მაგრამ როცა საქმე ეხება ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობას, უმჯობესია, ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ.